დრო - ციტატები, გამონათქვამები
დრო - ციტატები, გამონათქვამები დრო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველი წუთი გვაახლოებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში უნდა გადავინაცვლოთ, და ვიდრე დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს მივაღწევდეთ, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნ... იხილეთ სრულად
ძველი წლის წასვლა და ახალი წლის მოსვლა ჩვენგან მოითხოვს ერთგვარ ანგარიშს, ღვთისა და ერის წინაშე.
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათ... იხილეთ სრულად
დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
საიდუმლოება დროისა - რამდენი რამ არის მასში აუხსნელი, ჩვენთვის დაფარული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი პეტრე ჩაადაევი ამბობდა: "ღმერთს არ შეუქმნია დრო, მან ამის უფლება ადამიანებს მიანიჭა".