ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ე... იხილეთ სრულად
წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ "მორჩილი თიხა მის ხელში".
მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძთ" (ინ. 15,5), - ბრძანებს უფალი და, მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება.