მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო... იხილეთ სრულად
741. ერთ-ერთ მამას ჰყავდა მეგობარი, რომელიც ღვთისნიერად უყვარდა. მას ყველანი მართლმადიდებლად თვლიდნენ, მაგრამ ის თავისი აზროვნებით ერეტიკოსი აღმოჩნდა. მაშინ ყველამ, ვისაც ის უყვარდა, მიატოვა იგი. გაიგეს რა შემდგომში, რომ მან აშკარად მოისურვა ეკლესიისაგან განდგომა, გადაწყვიტეს, მასთან მისულიყვნენ და თავი მოეხარათ, რადგან შიშობდნენ, რომ მას მწუხარების გამო არ გადაედგა ეს ნაბიჯი და ისინი არ დაედანაშაულებინა ასეთ საქციელში; მაგრამ, სანამ წავიდოდნენ, ბერს ჰკითხეს ამის თაობაზე იხილეთ სრულად
740. ერთი ჩემი მეგობარი ერეტიკოსი აღმოჩნდა. ვურჩიო მას, სწორად იაზროვნოს, თუ არა?
739. ჩემმა ახლო მეგობარმა შესაძლოა საკუთრება დაკარგოს და მისი სულის ცხონება საფრთხეშია. თუ მიბრძანებ დავეხმარები მას
653. მე ფრიად საყვარელი და ერთსულოვანი მეგობარი მყავდა, რომელიც უცხო მხარეში ცხოვრობს; ჩვენ ძმებივით ერთად გავიზარდეთ და ყველაფერი საერთო გვქონდა. ახლა მე დავქორწინდი, მაგრამ ისევ ძველებური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან; თუმცა აზრი მებრძვის და მეუბნება, რომ ჩემმა ქორწინებამ შესაძლოა ეჭვი აღუძრა მას გულში და აღარა აქვს ჩემთან ძველი დამოკიდებულება იხილეთ სრულად
იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი მავნებელია, თუმცაღა ისინი ავადმყოფობისაგან კურნავენ, ასევე ჩვენს მტრებსაც, რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ თავისთავად, მხსნელი ზემოქმედება აქვთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობების მიმართ.
მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი.