ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვეცადოთ, არ დავამწუხროთ ჩვენი იესო რაიმე ცოდვით, რათა სულიწმიდამ ჩვენს სულებში დაივანოს. ამინ.
აქ, შვილო, მოთმინებით და სიმტკიცით გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საზღაური, რომ სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ღირსნი გავხდეთ.
ჰო, შვილო, თავს ძალა დაატანე. ვიცი, რისგან და როგორ იტანჯები, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. რადგან ქრისტეც ითმენს, როცა მის წინაშე ვცოდავთ და ჩვენს სინანულს ელოდება.
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ... იხილეთ სრულად
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ... იხილეთ სრულად