მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
როცა სინდისი გვაიძულებს, მივმართოთ ღვთის ყველა მცნებას, მაშინ შევიმეცნებთ, რომ საღვთო სჯული უბიწოა და დაცულია ჩვენს კეთილ საქმეებში; მაგრამ ღვთის მოწყალების გარეშე ადამიანებს ვერ ძალუძთ მისი სრულყოფილად შესრულება.
ნუ იტყვი: მცნებები შევასრულე და უფალი ვერ მოვიპოვე. საღმრთო წერილის თანახმად, ცოდნა და სიმართლე მრავალგზის მოიპოვე, მისი ჭეშმარიტი მაძიებელნი კი მშვიდობას მოიპოვებენ.
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.
მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.
თ. 18-19
მცნებების შესრულებამდე სულიწმიდის მოქმედების მაძიებელი ჰგავს ფულით შესყიდულ მონას, რომელიც რაწამს შეისყიდეს, ეძიებს, რათა ნასყიდობის სიგელთან ერთად გათავისუფლებისაც დაუწერონ.
მცნებების შესრულება იმას ჰქვია, როცა ბრძანებული შევასრულეთ; ხოლო სათნოება არის ის, როცა გაკეთებული ჭეშმარიტად სათნოა ღვთისთვის.
მცნებები - ეს ერთიანი ოქროს ჯაჭვია. ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს ან გაწყდეს, მაშინ დედამიწაზე ღმერთთან ურთიერთობა და საუკუნო ცხოვრება შეუძლებელი გახდება ადამიანისათვის.
მცნებები, როგორც რგოლები ერთიანი ჯაჭვისა, ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი: გაწყდება ერთი რგოლი და მთელი ჯაჭვი დაიშლება.
მცნებები - ეს პირობაა კავშირისა. ხატოვნად რომ ითქვას, მათზე, როგორც ღერძზე, ადამიანმა თავისი ცხოვრება, აზრები, სიტყვები და ქმედებები უნდა აასხას.
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარედეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი:... იხილეთ სრულად