წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა - შეუძლებელია, რაიმეს დანახვა და მოსმენა და შესაბამისად - გაგება; ასევე დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში ა... იხილეთ სრულად
დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს.
ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან.
მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები.
კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებ... იხილეთ სრულად
ძველი დრო გვაუწყებს, რომ მიდასი მხოლოდ ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ჩვენი საუკუნე კი ყველაფერს პირიქით აკეთებს - რასაც კი ოქროთი შეეხები, რადაც მოისურვებ, იმად აქცევ მას.
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად და... იხილეთ სრულად
სოფელი თავის მონებს უგზავნის იმდენ სასტიკ მეუფეს, რამდენიც ესაჭიროება ვნებებს და ჩვეულებებს.
სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართ... იხილეთ სრულად