გახსოვდეს, ტკბილი იესოს წინაშე ხარ ყოველთვის და ხშირად ასე ელაპარაკე თავს: ისე ვიცხოვრებ, რომ სიყვარული ჩემი, ჩემთვის ჯვარცმული გავახარო. მთელი ჩემი ცხოვრების მეგობრად და მეგზურად იმ წმინდა სიყვარულს ვიგულებ, რომელიც ყველას დაიტევ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, ტკბილი იესოს წინაშე ხარ ყოველთვის და ხშირად ასე ელაპარაკე თავს: ისე ვიცხოვრებ, რომ სიყვარული ჩემი, ჩემთვის ჯვარცმული გავახარო. მთელი ჩემი ცხოვრების მეგობრად და მეგზურად იმ წმინდა სიყვარულს ვიგულებ, რომელიც ყველას დაიტევს, ყველას ცხონებაზე, როგორც საკუთარზე, ისე იზრუნებს: გაიხარებს ბედნიერთან, იგლოვებს მწუხარესთან, რადგან ეს აამებს ყველაზე მეტად მანუგეშებელს ჩემსას, ქრისტეს!
link
იგი მისი ძალიან ახლობელი კაციაო, ასე ამბობენ ხოლმე მდგომარებით არათანაბარ პიროვნებებზე, რომელთაგან ერთი, მეორეს მფარველობს. ის ვინც ღირსი ხდება ზემდგომის წყალობისა, მისი განსაკუთრებული სიახლოვისა, ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვ...
იხილეთ სრულად
იგი მისი ძალიან ახლობელი კაციაო, ასე ამბობენ ხოლმე მდგომარებით არათანაბარ პიროვნებებზე, რომელთაგან ერთი, მეორეს მფარველობს. ის ვინც ღირსი ხდება ზემდგომის წყალობისა, მისი განსაკუთრებული სიახლოვისა, ცდილობს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ამ ადამიანს. იგივე ურთიერთობაა ღმერთსა და ღვთისმსახურთ შორის: წმინდანები მუდმივად ახლოს არიან გამჩენთან, ღვთის გულიც ახლოსაა მათთან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნებისმიერი ქრისტიანის ლოცვაც, უსათუოდ გულით უნდა მივუახლოვდე...
link
387. მონასტრის ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც წმინდა მამათა ლოცვებით მრავალ განსაცდელს გადაურჩნენ, გაიგეს რა ავაზაკთა თავდასხმის შესახებ, მონასტრიდან წასვლა განიზრახეს და ამის შესახებ დიდ ბერს ჰკითხეს
"ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა მიმართ კეთილ არს" (ფს.72,28.) ამბობს დავითი, ვინც შეიგრძნო ლოცვის, ღვთის დიდების სიხარული. ამას ამოწმებს სხვებიც და მეც, ცოდვილი. დააკვირდით: აქვე, ამ სოფელში მიახლება ღმერთთან, სიკეთეა (და ეს მაშინ, როც...
იხილეთ სრულად
"ხოლო ჩემი მიახლება ღვთისა მიმართ კეთილ არს" (ფს.72,28.) ამბობს დავითი, ვინც შეიგრძნო ლოცვის, ღვთის დიდების სიხარული. ამას ამოწმებს სხვებიც და მეც, ცოდვილი. დააკვირდით: აქვე, ამ სოფელში მიახლება ღმერთთან, სიკეთეა (და ეს მაშინ, როცა კვლავ სხეულში ვართ.) და რა ფუფუნება უნდა იყოს ღმერთთან ყოფნა ცაში! ამ სიტკბოების განცდა ამ სოფელში უკვე გახლავთ პირობა, ნიმუში იმ სიხარულისა, რომელსაც ღვთის წინაშე გამართლებული მომავალ სოფელში იმკვიდრებს. ხედავ, რა კეთ...
link
ქრისტეა, ქრისტეშია ჩვენი ნუგეში, აქ, ამ სოფელში და როგორ დავიჯერო, სიკვდილის მერე, მიწიერ მტრებთან ომგადახდილს, მარადიული ნეტარება არ მელის მასთან. ქრისტეს გარეშე ჩემი ყოფა აქაც მძიმეა და როგორ არ მჯეროდეს, რომ უფრო მეტად გამიჭირდ...
იხილეთ სრულად
ქრისტეა, ქრისტეშია ჩვენი ნუგეში, აქ, ამ სოფელში და როგორ დავიჯერო, სიკვდილის მერე, მიწიერ მტრებთან ომგადახდილს, მარადიული ნეტარება არ მელის მასთან. ქრისტეს გარეშე ჩემი ყოფა აქაც მძიმეა და როგორ არ მჯეროდეს, რომ უფრო მეტად გამიჭირდება იქ, სადაც ღმერთი სამუდამოს მომაშორებს თავის სახეს. ასეა, ჩვენი სულების მდგომარეობა აქვე, ამ სოფელშივე მიგვანიშნებს, თუ რა გველის, რას უნდა გავუსწოროთ თვალი მომავალში, ასე რომ, ჩვენი აქაური შინაგანი ყოფა უკვე გახლავთ ...
link
ვნებებს დამორჩილებული კაცო, რა გინდა? სიცოცხლეო, ამბობ. რა გჭირს, რისთვის ფუსფუსებ? ცხოვრებისთვისო, ისევ მეტყვი, მაგრამ ცხოვრობ ნამდვილი ცხოვრებით? გონება, გამოცდილება გაიძულებს და არაო მეუბნები. რას ეძახი ნამდვილ ცხოვრებას, როგო...
იხილეთ სრულად
ვნებებს დამორჩილებული კაცო, რა გინდა? სიცოცხლეო, ამბობ. რა გჭირს, რისთვის ფუსფუსებ? ცხოვრებისთვისო, ისევ მეტყვი, მაგრამ ცხოვრობ ნამდვილი ცხოვრებით? გონება, გამოცდილება გაიძულებს და არაო მეუბნები. რას ეძახი ნამდვილ ცხოვრებას, როგორი უნდა იყოს იგი? მპასუხობ ისევ გამოცდილებით, გონებიდან: ცოცხალი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და კაცისა, ესაა მხიარულება გულისა, ამის გარეშე ცოდვას ვყავარ გაწამებული, უუფლებო მოვა ვარ ვნებებისა, წუხილსა და ურვაში გადის ...
link
984. რას აღნიშნავს საკმეველი?
963. რისი სიმბოლოა სეფისკვერი?
949. როგორ უნდა მოვიქცე, თუკი შემთხვევით ვიპოვი რაიმე ნივთს?
935. შეიძლება თუ არა, რომ დავმოძღვრო ჩემი მოყვასი?