გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გულისთვის წმიდა ჭეშმარიტების დამადასტურებელია: სიჩუმე, სიმშვიდე, სიცხადე, მშვიდობა, სინანულსა და თვითჩაღრმავების განწყობა, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, მანუგეშებელი სასოება ღვთისადმი. სიცრუეს, თუნდაც იგი სიკეთით იყოს შენიღბული... იხილეთ სრულად
სანამ შენში ბოროტებას არ გაანადგურებ, გულს არ დაემორჩილო, რამეთუ როგორიცაა მასში ნადები, იმგვარსავე დანართს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ორი თვალი გვაქვს, ერთბაშად არ შეგვიძლია მიწასაც უცქიროთ და ზეცასაც, წინაც და უკანაც, მით უმეტეს, როცა ერთი გული გვაქვს, არ შეგვიძლია, იგი უფალსაც მივაჯაჭვოთ და ქმნილებებსაც.
გული კაცისა კარიბჭეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა“, რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სა... იხილეთ სრულად
გონება სულის მკვებავია, და ყველა სიკეთე და სიავე, რასაც ის ხედავს და ისმენს, გულში ჩაედინება, გული კი ცენტრია ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალებისა.
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გუ... იხილეთ სრულად
მაცხოვარი ზეცად ამაღლდა, მაგრამ მოწაფეებს არ განშორებია, მიეფარა თვალთა მათთაგან, მაგრამ გულთა მათთა მიეახლა. ადამიანის გულს ასეთი თვისება აქვს, თუ იგი უმანკო, წმინდა სიყვარულითაა სავსე, განშორება უფრო ძვირფასს ხდის იმას, ვინც უყვ... იხილეთ სრულად
ჩვენი გონება და გული სიბრმავით არის დაზიანებული. ამ სიბრმავის მიზეზით გონებას არ შეუძლია ჭეშმარიტი ზრახვა მცდარისაგან განასხვაოს, გულს კი არ ძალუძს სულიერი შეგრძნებების გრძნობისმიერი და ცოდვილი შეგრძნებისაგან გარჩევა, განსაკუთრები... იხილეთ სრულად
უდიდესი განძი, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რასაც ხშირად მოგვმადლებს ხოლმე უფალი ჩვენი მხურვალე ლოცვის შემდეგ, გულის მშვიდობაა და როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ... იხილეთ სრულად