რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.
სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია.
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან... იხილეთ სრულად
ვინც ღვთისადმი რწმენას კარგავს, სანაცვლოდ უგუნურებას მოიმკის. უგუნურია ადამიანი, ვინც თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს და ამ დროს უფლისა და სიცოცხლის უკვდავების მტკიცებულებას სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიაში ეძიებს. ვინც ოქრო მდი... იხილეთ სრულად
ვიდრე ადამიანის სული ღვთისმგმობელი აზრებით, გრძნობებითა და სურვილებითაა მოცული, მას არ შესწევს უნარი, მოისმინოს და მიიღოს ღვთის სიტყვა. უფრო მეტიც, ურწმუნო ადამიანი ყოველნაირად ცდილობს აღმოფხვრას რწმენა იმათგანაც, ვისაც ის აქვს.
ვინც ბუნებით ურწმუნოა და სურს გაიგოს, რას ნიშნავს იყო მორწმუნე, მისთვის უმჯობესია, რომელიმე რელიგიური მოღვაწის სულიერ დრამას გაეცნოს და შეძლებისდაგვარად განიცადოს იგი.
ცვალებადია ადამიანის გული. სამარცხვინოა, როდესაც მორწმუნე ადამიანი სარწმუნოებას კარგავს და რაოდენ სიხარულის მომგვრელია, როდესაც ურწმუნო ეზიარება რწმენას და მასში განმტკიცდება.