წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო.
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".
ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს - რითაც იყო იგი სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე.
ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზ...
იხილეთ სრულად
ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზრდის დასაწყისში - ღვთისთვის სათნოს თუ ღვთისთვის საძაგელს, ანგელოზებრივს ასწავლიან თუ ეშმაკეულს - სწორედ იმ ზნეობით იცხოვრებს იგი.
ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება, თუ სინორჩეშივე არ გაასწორებენ. იგივე ითქმის ბავშვებზეც. თითოეულ მათგანში შეიმჩნევა თავნებობა და თავისებური ხასიათი. მათი ამ გამოვლინებების უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება, თუ სინორჩეშივე არ გაასწორებენ. იგივე ითქმის ბავშვებზეც. თითოეულ მათგანში შეიმჩნევა თავნებობა და თავისებური ხასიათი. მათი ამ გამოვლინებების უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საყვარელი არსებანი მთელი ცხოვრების მანძილზე უბედურებისთვის გავწიროთ.
ბავშვებისთვის მხოლოდ ალერსი და სიამოვნება საზიანოა. ყვავილების სილამაზე მზის სხივებზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც სხივები ძლაიან მწველია, მაშინ ყვავილები ღეროებზე ჭკნებიან ხოლმე.
ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ.