წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
თავად უფალმა ბრძანა, რომ "მდიდარი ძნიად შევა სასუფეველში..." - ნამდვილად ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
სიმდიდრე სიკეთეა, როდესაც მას ქველი საქმისათვის მოიხმარ. ბოროტებაა, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს თავისუფლება შესძინოს, მას საკუთარ მსახურად აქცევს.
ის, ვინც მატერიალურ სიკეთეს ფლობს, შესაძლოა ეგოისტი, ქედმაღალი, უმოწყალო და უღვთო აღმოჩნდეს. ასეთს სულიერი სიმდიდრე არ უნდა ვანდოთ, თუ იგი მცირესა ზედა სარწმუნო არ არის, დიდსა ზედა მით უფრო არასაიმედო იქნება.
ქორწინება დიდი და საოცარი საიდუმლოებაა. ღვთის შიშით განმტიცებული ქორწინება, სულიწმიდის მადლის მატარებელია. იგი ამაღლებულია და სრულყოფილი. ვინც ქორწინებას უარყოფს, იგი სულიწმიდას ეწინააღმდეგება. ვინც ქორწინებისაგან თავს იკავებს, რა... იხილეთ სრულად
ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: "არა იციან რასა იქმან...", ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს,... იხილეთ სრულად
ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.
ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.