მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
ვრცლად, ფართოდ უნდა გვესმოდეს ჩვენ, ძმანო ჩემნო, მცნებანი ღვთისანი. ვისაც ბრუნდე სინიდისი აქვს, დაბნელებული ჭკუა, არ ესმის ძალი ღვთის სიტყვისა, იგი ხშირად იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი არა ვარ; მე ხომ კაცის მკვლელი არა ვარო... იხილეთ სრულად
თუ ოდესმე ღმერთმა მოგანიჭა წარმატება სულიერსა ცხოვრებასა შინა, არ გაჰლაღდე. საღმრთო წერილი გვასწავლის ჩვენ, რომელ, თუ კაცმა კიდეც აღასრულა ყოველნი მცნებანი ღვთისანი, მაშინაც უნდა სთქვას, რომ იგი არის მონა უხმარი, მისთვის, რომ ნამე... იხილეთ სრულად
მაცხავარმან გვასწავლა ჩვენ ისრედნი მნებანი, რომელნი არიან უმაღლესნი და უწმიდესნი. კაცის ბუნების განათლება და აღდგენა და განწმენდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ასრულებს მცნებათა ქრისტესთა.
მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრა... იხილეთ სრულად
85. „დასასრულად სიტყვისა ყოველივე ისმინე: გეშინოდეს ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი“, როგორც გონითად, ასევე გრძნობადად, რადგან თუ გონითად აიძულებ შენს თავს, რომ დაიცვა მცნებები, მათთვის მშრომელს იშვიათად გექნება გრძნობადთა საჭიროე... იხილეთ სრულად
81. ვინც პატივს მიაგებს მეუფეს, ასრულებს მისგან ნაბრძანებს, ხოლო შესცოდებს რა ანდა იურჩებს, მოსაწევარს მიიღებს როგორც კუთვნილს. სწავლისმოყვარე თუ ხარ, გახდი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამაყებს ადამიანს.
79. როდესაც უფალმა ინება გაეცხადებინა, რომ ყველა მცნება სავალდებულოა, ძეობილობა კი თავისი სისხლით მოუბოძა ადამიანებს, თქვა: „რაჟამს აღასრულებთ თქვენდამი ნამცნებთ, თქვით: „უსარგებლო მონები ვიყავით და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“.... იხილეთ სრულად
ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია
226. აი, ეს სამართალნი შევიცანით სულიერი რჯულისა, მცირედი მრავლისაგან, რომელთა შესწავლასა და აღსრულებას თვით დიდი მეფსალმუნეც გამუდმებით შეაგონებს იმათ, უწყვეტად რომ ფსალმუნებენ უფალ იესოს მიერ, ვისაც შეჰფერის დიდება, მპყრობელობა ... იხილეთ სრულად
223. ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, სამართლიანობასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ამათ ძალას სმენის გზით შთანერგავს წადიერად მსმენელებში. ამიტომაც, უმოწყალოებმა და უსამართლოებმა, უსიამოვნოდ რომ უგდებდნენ ყურს, ვერ შეძლეს ღვთის ... იხილეთ სრულად