ძველი დრო გვაუწყებს, რომ მიდასი მხოლოდ ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ჩვენი საუკუნე კი ყველაფერს პირიქით აკეთებს - რასაც კი ოქროთი შეეხები, რადაც მოისურვებ, იმად აქცევ მას.
დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს.
იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა, უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისთვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო ჩადის
როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა - შეუძლებელია, რაიმეს დანახვა და მოსმენა და შესაბამისად - გაგება; ასევე დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში ა...
იხილეთ სრულად
როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა - შეუძლებელია, რაიმეს დანახვა და მოსმენა და შესაბამისად - გაგება; ასევე დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში არიან და ისევე ნაკლებად ხედავენ და ესმით, როგორც აღტაცების ჟამს.
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერის...
იხილეთ სრულად
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერისა, რომ დაცინვა არ დაიმსახურონ. მაგრამ რა არის დაცინვა? თითოეულმა ამ შემთხვევაში ასე უნდა განსაჯოს: "როდესაც დაიწყება მთელი სამყაროსთვის საშინელი სამსჯავრო, ისინი ვერ მიშველიან, რომელთა შიშითაც სათნოების საქმეებისგან თავს...