გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
132. მაღალ სიღრმეს განჭვრეტს ცოდნაში წარმატებული გულისმიერი მყუდროება და ღვთისგან უჩვეულოთა მსმენელი გახდება გონებისეული მყუდროების ყური.
108. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ მზისადმი შეკერტებულს (ხანგრძლივად, დაჟინებით მზირალს) ჭარბად არ გაუცისკროვნდეს თვალები, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ არ გასხივოსნდეს დღენიადაგ გულის ჰაერში შთამჭვრეტი (გულის სივრცეში, გულის წ... იხილეთ სრულად
78. ისევე როგორც მთელი მცენარე გაახმო იმან, ვინც დააზიანა მისი გული, ამგვარადვე იფიქრე ადამიანის გულის შესახებაც. თვით ყველაზე უმნიშვნელოსაც კი ყურადღება უნდა მიაქციო, რადგან უქმად არ არიან ქურდები.
48. გულისმიერი მყუდროების ნიმუშად იყოს შენთვის მავანი, რომელსაც სარკე უჭირავს ხელში და ჩასცქერის მას, რადგან სწორედ ამ სახით დაინახავ შენს გულში გონითად ჩაწერილ უკეთურებებს და სიკეთეებს.
45. ისევე როგორც შეუძლებელია ერთ სოლინარში (მილი, არხი, სადინარი) ცეცხლისა და წყლის თანადროულად გასვლა, ასევე შეუძლებელია გულშიც ცოდვის შესვლა, ვიდრე არ დააკაკუნებს იგი ჯერ გულის კარზე უკეთური შემოტევის წარმოსახვის მიერ.
29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით (საკადრისი პასუხის გაცემით უკეთური ძალებისადმი) და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში (მთელ ყურადღებას შენი გულისკენ მიმართ... იხილეთ სრულად
210. გულის შემუსრვილობის გარეშე სრულიად შუძლებელია თავის დახსნა ბოროტებისგან, ხოლო გულს მუსრავს სამნაწილედი თავშეზღუდვა: ძილისგან, ვამბობ, საჭმლისგან და ხორციელი შვებისგან, რადგან ამათი სიჭარბე ვნებათსიამეს შთაგვინერგავს, ხოლო ვნე... იხილეთ სრულად
183. ღმერთი საქმეებს განზრახულებათა შესაბამისად სჯის, რადგან "მოგცესა შენ, - ამბობს, - უფალმა შენი გულისებრ" (ფს.19.5).