მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ე...
იხილეთ სრულად
მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მ...
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია.
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს. ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენ თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოვო მხატვ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს. ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენ თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოვო მხატვარ–მხატვარია ეს სულის დამღუპავი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში. ამნაირად ამპარტავნება უძნელებს ადამიანს საკუთარ თავის ცნობას, აძლევს თავის ნა...
ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობასა, და თუგინდ მლოცველი ჰგრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისამებრ თვისისა დაიცვა სჯული ქრისტესი და არა თუ არ შთავარდნ...
იხილეთ სრულად
ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობასა, და თუგინდ მლოცველი ჰგრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისამებრ თვისისა დაიცვა სჯული ქრისტესი და არა თუ არ შთავარდნილ–არს რომელთამე დიდთა ცოდვათა შინა, არამედ მადლითა ღვთისათა დაუმარხავს მცნებანი ღვთისანი, მაშინაც ამას უნდა მიაწერდეს ღვთის მადლსა და მადლობასა, შესწირვიდეს ღმერთსა, და გამოითხოვდეს მისგან, რათა მომავალს დროსაცა შინა და...
სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი, აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისაგან, მაშინ სწორებით მიხედავს აღდგომის ნათელს.
რომელიც ეშმაკისაგან ამ უბოროტეს ხმას აღმოუტევებს. და იტყვის, რომ ღმერთი მკვდართა აღდგინებას არ ინებებს, მას ქრისტეს მოწაფესთან ნაწილი და სამკვიდრებელი არა აქუს; ისიც და მისი უკეთური სიტყუაც ძალითა ქრისტესითა ჩვენგან შორს ვჰყოთ. მა...
იხილეთ სრულად
რომელიც ეშმაკისაგან ამ უბოროტეს ხმას აღმოუტევებს. და იტყვის, რომ ღმერთი მკვდართა აღდგინებას არ ინებებს, მას ქრისტეს მოწაფესთან ნაწილი და სამკვიდრებელი არა აქუს; ისიც და მისი უკეთური სიტყუაც ძალითა ქრისტესითა ჩვენგან შორს ვჰყოთ. მაგრამ შორს ყოფისაგან უპირველესად ჯერ მისი პირუტყვული სიტყვა ვითარცა ქსელი დედაზარდლისა, ისე დავხსნათ: ეგების მოიქცეს და ირწმუნოს, დავით წინასწარმეტყველის სიტყვა ვსთქუათ: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი...
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვ...
იხილეთ სრულად
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვის და კაცთა საამებლად. დიდებისმოყვარეობა ეძიებს შექებას, სწყურია იგი, სწყურია კაცობრივი დიდება. უფალმა გვიბრძანა, გულმოდგინედ დაგვემალა ყველა კეთილი საქმე ადამიანების თვალთაგან, გვიბრძანა, ყველა კეთილი საქმე, თვით სიყვარ...