მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული ...
იხილეთ სრულად
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული სახე, მისი ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული ზედაპირი... მაგრამ ადამიანის გარდაქმნა, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება ისევ და ისევ ადამიანის ხელთაა.
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისათვის. გამალებული შეიარაღება შთანთქავს აურაცხელ თანხებს, რისი გამოყენებაც ცხოვრებ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისათვის. გამალებული შეიარაღება შთანთქავს აურაცხელ თანხებს, რისი გამოყენებაც ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნებისათვის გაცილებით საჭირო და აუცილებელი იქნებოდა.
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამი...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ...
იხილეთ სრულად
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის...
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფადცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და...
იხილეთ სრულად
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფადცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და ჭეშმარიტების მთავარი მატარებლისა.
მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება...
იხილეთ სრულად
მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაციბრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვ...
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერე...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბ...