სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.
ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.
მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.
მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40).
რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი? სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა.
შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. ... იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი უფლისადმი სიყვარულისა – როდესაც შენ მეგობრისათვის და მტრისათვისაც თანაბარი მონდომებით ლოცულობ, არ ანსხვავებ მათ. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა: "როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭ... იხილეთ სრულად
ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ... იხილეთ სრულად
მთელი ბოროტება უძლური რწმენისაგან მომდინარეობს. რწმენის შემცირება და უძლურება სათნოებათა სიმწირესა და ბოროტის გამრავლებას იწვევს. ო, როგორ აკლიათ თანამედროვე ქრისტიანებს სათნოებათა ის საუნჯე, რომლითაც მდიდარი იყო ქრისტიანობის პირვ... იხილეთ სრულად