კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არასოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდ...
იხილეთ სრულად
კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არასოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდება იგი, არამედ სურს, რომ კიდევ უმჯობესი რაიმე ქმნას. თვით ღმერთმა კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცოცხალი, გონიერი და ცხოველი, ვერასოდეს ვერ დააკმაყოფი...
link
რაკი კაცი იგრძნობს თავის ცუდს მდგომარეობას, თუკი იგი უკმაყოფილო არის თავის თავისა, ეს არის დიდი და მაღალი ნიშანი. ეს შინაგანი მისი უკმაყოფილება სდევნის მას, აიძულებს, გააღვიძებს, რომ გამოვიდეს ცოდვისაგან, და აღასრულოს მცნება, გამო...
იხილეთ სრულად
რაკი კაცი იგრძნობს თავის ცუდს მდგომარეობას, თუკი იგი უკმაყოფილო არის თავის თავისა, ეს არის დიდი და მაღალი ნიშანი. ეს შინაგანი მისი უკმაყოფილება სდევნის მას, აიძულებს, გააღვიძებს, რომ გამოვიდეს ცოდვისაგან, და აღასრულოს მცნება, გამოსცვალოს მისი ცხოვრება. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოვლისა წარმატებისა, ვითარცა სულიერისა, ეგრეთვე ხორციელისა.
link
ყველაფერში უფლის ნებას დაჰყევით. ლოცვაში ბეჯითნი უნდა იყოთ, საკუთარი ვალდებულებანი ზუსტად აღასრულოთ. მოყვასთან მოწყალე და შემწყნარებელი იყავით, ძმებთან მამა კი არა, დედა უნდა იყოთ და, საერთოდ, ყველასადმი მოწყალეობა და თავმდაბლობა ...
იხილეთ სრულად
ყველაფერში უფლის ნებას დაჰყევით. ლოცვაში ბეჯითნი უნდა იყოთ, საკუთარი ვალდებულებანი ზუსტად აღასრულოთ. მოყვასთან მოწყალე და შემწყნარებელი იყავით, ძმებთან მამა კი არა, დედა უნდა იყოთ და, საერთოდ, ყველასადმი მოწყალეობა და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოთ. მორჩილება და სიფრთხილე სათნოების მშვენებაა
link
უფლისათვის და ღვთისმშობლისათვის ყველა ფული როდია სასურველი და მისაღები, არც ყველა ფული არ მოხვდება ჩემს სავანეში. შენ მხ...
იხილეთ სრულად
უფლისათვის და ღვთისმშობლისათვის ყველა ფული როდია სასურველი და მისაღები, არც ყველა ფული არ მოხვდება ჩემს სავანეში. შენ მხოლოდ აიღე, მომცემი ბევრია, ყველა ფულს როდი შეიწირავს ღვთისმშობელი, გააჩნია როგორია ეს ფული, შეურაცხყოფილი, ცრემლიანი და სისხლიანი ფულიც არსებობს! ასეთი ფული ჩვენ არ გვჭირდება
link
გყვედრიან შენ - ნუ ჰყვედრი, გაგდებენ - დაითმინე, განგიკითხავენ - შეაქე, შენი თავი შენ თავად განსაჯე. ამრიგად უფალიც არ განგსჯის. შენი ნება ღვთის ნებას დაუმორჩილე. არასოდეს იპირფერო, გიყვარდეს შენი სისხლი და ხორცი. თუ ხორციელად იცხ...
იხილეთ სრულად
გყვედრიან შენ - ნუ ჰყვედრი, გაგდებენ - დაითმინე, განგიკითხავენ - შეაქე, შენი თავი შენ თავად განსაჯე. ამრიგად უფალიც არ განგსჯის. შენი ნება ღვთის ნებას დაუმორჩილე. არასოდეს იპირფერო, გიყვარდეს შენი სისხლი და ხორცი. თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და სხეულსაც, თუ ღვთისნიერად - ორივეს გადაარჩენ
link
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მ...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მტანჯველი კვლავ ღვთის გულმოწყალებას ჩაგვაგონებს, რომ ისევ დავეცეთ. უფალი როგორც უხრწნელი და უხორცო, ჩვენი სხეულის სიწმინდითა და უხორცობით ხარობს
link
თუ ხელსაქმე გქონდეს საკეთებელი, თავად მოეკიდე. სენაკში მყოფს თუ საქმე არ გქონდეს, მსალმუნთა კითხვას დაეწაფე. ეცადე, ყოველი მუხლი მრავალგზის წაიკითხო. თუ მორჩილებას გთხოვენ, შეასრულე
link
ღვთისათვის საძაგელია ადამიანის მიერ ხორცისა და ასევე ღვინის შეძულება
link
177. განმარტების ჟამს ნუ დაფარავ იმას, რაც დამსწრეთათვის დატევნადია, და მათთვის შესაფერისი უცხადესად გადმოეცი, ხოლო ძნელად აღსაქმელი – მინიშნებითად.
link
ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შეირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია. (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა "გიორგი მხეიძე" 2003 წელს შერაცხეს წმიდანად