შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძ...
იხილეთ სრულად
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძლურება, ხრწნადობა, უმეცრება, ბოროტება, ცოდვები.
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.
რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს?! უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ. რას იტყოდი რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის...
იხილეთ სრულად
რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს?! უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ. რას იტყოდი რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს შეინანებ, მაშინ შენ კი არ მიგიტოვებია ცოდვა, არამედ მას მიუტოვებიხარ შენ“.
რას აკეთებს ის ადამიანი, ვისაც სახე და ხელები ჭუჭყიანი აქვს? ონკანს მოუშვებს და ხელ-პირს დაიბანს. მივბაძოთ მას. გავაღოთ ერთი კი არა, ორი ონკანი, ე.ი. ჩვენი თვალები, რათა უხვად დაიღვაროს მონანიების ცრემლი, რომელიც ამაო წუთისოფლის ყ...
იხილეთ სრულად
რას აკეთებს ის ადამიანი, ვისაც სახე და ხელები ჭუჭყიანი აქვს? ონკანს მოუშვებს და ხელ-პირს დაიბანს. მივბაძოთ მას. გავაღოთ ერთი კი არა, ორი ონკანი, ე.ი. ჩვენი თვალები, რათა უხვად დაიღვაროს მონანიების ცრემლი, რომელიც ამაო წუთისოფლის ყველა ჭუჭყს, რითაც ჩვენი წყეული სულია გაბინძურებული, ჩამორეცხავს. მხოლოდ მონანიების ცრემლს ძალუძს სულის გაწმენდა.
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალა...
იხილეთ სრულად
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ?
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ ...
იხილეთ სრულად
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არა თუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისათვის, არამედ პირიქით - ავნებ საკუთარ თავს.