სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ვისაც ქრისტე არ უყვარს, მას არ სწამს მისი; მაცხოვარი არ უყვარს მას, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს.
რატომ ამბობ უარს მოყვასის სიყვარულზე, როდესაც ქრისტეს თავის სიცოცხლეში არ უთქვამს მისთვის უარი?
თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დაანთხია
თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი
გიყვარდეს ღმერთი თვით მასში და ყველა იმაში, რომლებიც მის სახეს საკუთარ თავში ატარებენ.
ღმერთი ყოველნაირად და განუწყვეტლივ ზრუნავს შენზე, შენ კი მოყვასზე იზრუნე
თუ ღმერთი გიყვარს, ისიც უნდა გიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს, რადგან უფალს ყველა ჩვენთაგანის მიმართ მამობრივი გული აქვს.
წმიდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი.