ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განგება, გამონათქვამები, ციტატები
გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს
გწამდეს, რომ ყოველივე, რაც თავს გადაგხდა, სულ უმცირესიც კი, ღვთის განგებით ხდება, და მაშინ ყოველგვარი ჭმუნვის გარეშე გადაიტან ყოველივეს
ცხოვრებისეულ თავგადასავლებში გაისმის (განგების) ხმა, რომელიც ადამიანს უფლისკენ უხმობს.
ფუჭად არ ჩათვალო თუნდაც ყველაზე უმცირესი მოვლენა და გარემოება შენს ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს ის: უფალს სურს ამით რაიმე გასწავლოს ან რამისგან განგწმიდოს; თუ მას (შენი ცხოვრების გარემოებას) ყურადღებით განიხილავ, მაშინ დაინახა... იხილეთ სრულად
უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად წინასწარ წარმოვიდგენდით ამას
თუმცა ჩვენს თვალთაგან დაფარულია ღვთის განგებულების მიზეზები, ყველაფერი, რაც კი ყოვლადბრძენი და ჩვენი მოყვარული უფლის განგებით ხდება, და რაც არ უნდა ძნელი იყოს ის, ჩვენთვის აუცილებლად სასარგებლო იქნება
ზოგჯერ სწორედ ის, რაც ჩვენ შეცდომად გვეჩვენება, სინამდვილეში ღვთის უმაღლესი განგებულებაა
ისევე, როგორც პატარა ბავშვს არ ძალუძს, მამის საქციელი სამართლიანად განსაჯოს, ასეცე ჩვენ არ შეგვიძლია, საჭირო სიზუსტით გამოვიკვლიოთ ყოვლადბრძენი უფლის განგება
ნუ შეეცდები ჩაწვდე ღვთის განგებულების საიდუმლოს. წმიდანებიც კი ვერ კადნიერდებოდნენ, რომ ჩაწვდომოდნენ ღვთის განგებას