ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული გექნება. როგორც დაიწყებ, ისე განაგრძობ სვლას.
ნუ დრტვინავ, ნუ ჩაიმუხლავ, შვილო. სარბიელზე გამოსვლის დროა. გაიქეცი ზეციური მოწოდების ჯილდოს მოსაპოვებლად. ნუ გეშინია, ქრისტე, რომლის სიყვარულისთვისაც თავსიდე ღვაწლი, უხილავად შენ გვერდით იმყოფება.
ყველაფერი, რაც ძალიან კარგი და სულიერად ამაღლებულია, სისხლით შეიძინება. დიახ, მაგრამ სასყიდელი ძალიან დიდია, განუზომელია და დიდებაც – ანგელოზთასწორი!
თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით.
შვილებო, თავი აიძულეთ სულიერ ღვაწლში. ნუ დაივიწყებთ ეშმაკის დიდ გამოცდილებას და ჩვენს უძლურებას.