სიყვარული მტრისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მტრისადმი, გამონათქვამები
556. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ვინმეს შესახებ გავიგებ, რომ ის ჩემზე აუგად ლაპარაკობს, როგორ მოვიქცე?
თუკი ვინმე გაწყენინებს ან რაიმეთი გაგამწარებს, წმიდა მამების დარიგებას მიჰყევი და ილოცე მისთვის, როგორც შენი კეთილისმყოფელისთვის. მთელი გულით ილოცე მისთვის და თქვი: „ღმერთო! შეეწიე ჩემს ქრისტესმიერ ძმას და მილხინე მეც, მისი წმიდა ...
იხილეთ სრულად
თუკი ვინმე გაწყენინებს ან რაიმეთი გაგამწარებს, წმიდა მამების დარიგებას მიჰყევი და ილოცე მისთვის, როგორც შენი კეთილისმყოფელისთვის. მთელი გულით ილოცე მისთვის და თქვი: „ღმერთო! შეეწიე ჩემს ქრისტესმიერ ძმას და მილხინე მეც, მისი წმიდა ლოცვებით. და თუკი ადამიანი თავის ქრისტესმიერი ძმისათვის ლოცულობს, ეს სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშანია; ხოლო, როდესაც უფალს წყალობას თავის მაჭირვებელთ გამო სთხოვს, სიმდაბლეს იძენს. და სადაც არის თანაგრძნობა, სიყვარული ...
link
უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა ისინი მიდიან არაკეთილი გზით, და სადაც არ არის სიყვარული მტრების და ცოდვილთა მიმართ, იქ არ არის სული უფლისა.
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მა...
იხილეთ სრულად
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მაგრამ უფალს ყველა ეცოდება და ვისაც სურს იყოს უფალთან, მას უნდა უყვარდეს მტრები. ვინც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით, იგი ხდება უფლის მსგავსი, როგორც იოანე ღვთისმეტყველმა თქვა: "ვიყოთ მსგავსნი მისი, იმიტომ, რომ ვნახავთ მას როგო...
link
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ...
იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ შენ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
link
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას...
იხილეთ სრულად
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.
link
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვაროს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას.
link
სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის. სულს, რომელიც ღვთის მადლით ლოცულობს, ყველა ქმნილება უყვარს და ეცოდება, განსაკუთრებით კი ადამიანი, რომლისთვისაც ეწამა უფალი ჯვარზე. უფალმა მასწავლა მე მტრებისადმი სიყვარული. ღმერთი...
იხილეთ სრულად
სულს არ ექნება მშვიდობა, თუ არ ილოცა მტრებისათვის. სულს, რომელიც ღვთის მადლით ლოცულობს, ყველა ქმნილება უყვარს და ეცოდება, განსაკუთრებით კი ადამიანი, რომლისთვისაც ეწამა უფალი ჯვარზე. უფალმა მასწავლა მე მტრებისადმი სიყვარული. ღმერთის მადლის გარეშე ვერ შევძლებთ მტრების შეყვარებას; სულიწმიდა გვასწავლის სიყვარულს და მაშინ გვეცოდება ეშმაკებიც, რომ ისინი განუდგნენ სიკეთეს, დაკარგეს მორჩილება და სიყვარული ღმერთისადმი.
link
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღ...
იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღმრთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა, მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს. თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენს შორ...
link
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფე...
იხილეთ სრულად
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ას...
link