ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად. ღვთაებრ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.
ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაც... იხილეთ სრულად
უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ... იხილეთ სრულად
თუ გვინდა წინსვლა, უნდა ვიცოდეთ, რა სურს ჩვენგან უფალს, როგორია მისი მაღალი ნება. მთავარია, არ დავუპირისპირდეთ განმწმედელ და გადამრჩენელ სურვილს უფლისას; ყოველივე მივიღოთ სიმშვიდით და მუდამ ვმადლობდეთ მას.
თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედე... იხილეთ სრულად