სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.
ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ, მოყვასის სარგებლისათვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულო... იხილეთ სრულად
თითოეულის სარგებელი მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი - მის სარგებელში.
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენ... იხილეთ სრულად
ნურცერთი ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს
ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი, ანუ - ნებისმიერი ადამიანის და ამასთან ერთად, ღვთის სიყვარულიც არ შეუძლია (1 იოანე 4, 20); ასეთი არც ღმერთს უყვარს.