ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუკი ლოცვის საგანი სათნო იქნება მისთვის.
ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.
ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ (მარკოზი 10.48).
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ა...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება - მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომ უწოდებენ წმინდა მამები მონანიებას "მეორე ნათლისღებას"
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი. ნათლობის დროს დიდი მად...
იხილეთ სრულად
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი.ნათლობის დროს დიდი მადლი გადმოდის ნათლიაზე და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრება მას თავისი ნათლულის ცხოვრებაზე. დაუდევრობის შემთხვევაში, თუ ნათლია არ ზრუნავს თავისი ნათლულის ეკლესიური ცხოვრებისათვის, მას ეს მეტად დიდ სასჯელად ედება. ნათლული, რ...
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხ...
იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი! - თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში რამდენსაც ეპატრონები იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვი...
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ....
იხილეთ სრულად
თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისათვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ. მე არ ვამბობ, რომ ლოცვა საჭირო არაა, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ დრო არ გაქვთ, სხვისი ტკივილის გამო ოხვრაც კი უკვე გულისმიერი ლოცვაა. ანუ თავისი ძალით იგი საათობით ლოცვას უტოლდება.
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრე...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (I ტიმ. 2, 4).
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც ...
იხილეთ სრულად
თითოეული მოსაგრის სანუკვარი ოცნებაა მოუკლებლად ილოცოს, რომ ლოცვა გულში მარადის ცოცხლობდეს და მოქმედებდეს; რომ ლოცვის ცოცხალი, გამოუთქმელი, მადლმოსილი ნიჭი სიტყვიერი თუ უსიტყვო ლოცვისას, ტაძარშიც, სენაკშიც, ყოფით საქმესა და ძილშიც კი – როგორც უდიდესი საუნჯე და ფასდაუდეელი სიხარული მარადის სუფევდეს სულის იდუმალ და მიუწვდომელ სიღრმეებში.
თავს ნუ მიანებებ ლოცვას. უფრთხილდი დაუდევრობას და გულგრილობას. როცა დილით ლოცულობ და გრძნობ ლმობიერებას, მთელი დღე იფრენ, თითქოს ფრთები გამოგესხა. მაგრამ თუ დილას ლოცვის გარეშე იწყებ, ყველაფერი უკუღმა წაგივა.