თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილე...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს სათნოებებში, მაგრამ თუ მოიკვეთს რწმენის ფესვს, მაშინვე იღუპება არა მხოლოდ ნაყოფი, ანუ სათნოებები, არამედ - ფოთლებიც. ის, რითაც ქრისტიანი გარეგნულად განირჩევა სხვა ადამიანებისაგან
ჭეშმარიტად, ყველა თანამედროვე ბოროტება რწმენის სისუსტიდან მომდინარეობს. თუ ხეს ტოტებს დავაჭრით, ისინი ხელახლა ამოიზრდებიან, მაგრამ თუ ფესვებს მოვჭრით, ხე სწრაფად დაიწყებს ხმობას. რაც ფესვებია ხისთვის, ისაა რწმენა სულისათვის. ის ას...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ყველა თანამედროვე ბოროტება რწმენის სისუსტიდან მომდინარეობს. თუ ხეს ტოტებს დავაჭრით, ისინი ხელახლა ამოიზრდებიან, მაგრამ თუ ფესვებს მოვჭრით, ხე სწრაფად დაიწყებს ხმობას. რაც ფესვებია ხისთვის, ისაა რწმენა სულისათვის. ის ასაზრდოებს სულს და საშუალებას აძლევს, გაიზარდოს და ნაყოფი გამოიღოს. სწორედ ამიტომ იწოდება იგი უკვდავების ფესვად.
თუ გსურს ღმერთმა სწრაფად შესძინოს მტკიცე სარწმუნოება შენს ლოცვას, ეცადე შენი საქმე და სიტყვა, ადამიანებთან მიმართებაში გულწრფელი იყოს. ნუ იკადრებ ორგულობას მოყვასისას და როცა პირდაპირი და მიმდობი გახდები სხვების მიმართ, მაშინ მოგმ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ღმერთმა სწრაფად შესძინოს მტკიცე სარწმუნოება შენს ლოცვას, ეცადე შენი საქმე და სიტყვა, ადამიანებთან მიმართებაში გულწრფელი იყოს. ნუ იკადრებ ორგულობას მოყვასისას და როცა პირდაპირი და მიმდობი გახდები სხვების მიმართ, მაშინ მოგმადლებს ღმერთი უბრალო, გულწრფელ სარწმუნოებას. ძნელად ისმენს უფალი გულმრუდე კაცის ლოცვას და ამით ის უნდა აგრძნობინოს ადამიანს, რომ არაგულწრფელი თვისტომთან, ვერ შეძლებს, ღვთის წინაშეც ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი, უხინჯო.
385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი
იხილეთ სრულად
385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამი...
ეჭვის, ურწმუნოების, გმობის აზრების მოსვლისას ვინ იტანჯება, ის საგანი რაშიაც დაეჭვდნენ, ვისაც გმობენ, ვისიც არ ჯერათ, თუ ის ვისაც არ ჯერა, გმობს და დაეჭვებულია? რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი და მას ეშინია და შიშის, "სადაც არ იყო შიშ...
იხილეთ სრულად
ეჭვის, ურწმუნოების, გმობის აზრების მოსვლისას ვინ იტანჯება, ის საგანი რაშიაც დაეჭვდნენ, ვისაც გმობენ, ვისიც არ ჯერათ, თუ ის ვისაც არ ჯერა, გმობს და დაეჭვებულია? რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი და მას ეშინია და შიშის, "სადაც არ იყო შიში" (ფს.13,5.) მას საკუთარი ეჭვი, ურწმუნოება, გმობა აწვალებს, ხოლო საგანი მისი აგონიისა, მტკიცე, შეუძვრელი, აშკარად ჯაბნის, აიძულებს კიდეც, რომ შეიცვალოს აზრები (დაეჭვებულმა) საკუთარივე სიმშვიდისა გამო და მანამდე არ აძლევ...
მე მივმართავ ყოველ ქრისტიანს. ვინ ხარ შენ, რომ დგახარ აქ, ეკლესიაში? მე მხოლოდ შენი სახელის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ეს სხვა არაფრისგან ჩანს. თუ ვინმე გკითხავს, ვინ არის ქრისტე, რომლისაც შენ გწამს, აღმოჩნდება, რ...
იხილეთ სრულად
მე მივმართავ ყოველ ქრისტიანს. ვინ ხარ შენ, რომ დგახარ აქ, ეკლესიაში? მე მხოლოდ შენი სახელის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ხარ, ეს სხვა არაფრისგან ჩანს. თუ ვინმე გკითხავს, ვინ არის ქრისტე, რომლისაც შენ გწამს, აღმოჩნდება, რომ ჭკვიანურს ვერაფერს ეტყვი. ამგვარად, სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ ჩვენ დროში ქრისტიანებში რწმენა შემცირდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: "მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" (ფს...
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძან...
იხილეთ სრულად
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს, გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგ...
ეშმაკს, ყოველდღიურ ვნებებს, მონად რომ არ ექცე მიზანი უნდა დაიდო, ეს მიზანი თვალწინ უნდა იქონიო, მისკენ იარო, სირთულეებს კი ღვთის სახელით უნდა სძლიო. რაა ეს მიზანი? ზეციური სასუფეველი, ღვთაებრივი წიაღი მისი დიდებისა, რომელიც ამ სოფ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს, ყოველდღიურ ვნებებს, მონად რომ არ ექცე მიზანი უნდა დაიდო, ეს მიზანი თვალწინ უნდა იქონიო, მისკენ იარო, სირთულეებს კი ღვთის სახელით უნდა სძლიო. რაა ეს მიზანი? ზეციური სასუფეველი, ღვთაებრივი წიაღი მისი დიდებისა, რომელიც ამ სოფლის გაჩენისთანავე იყო გამზადებული მორწმუნეთათვის. მიზანს გარკვეული საშუალებებით აღწევენ და შენც უნდა იქონიო ხელთ საჭირო საშუალებები: რწმენა, იმედი, სიყვარული და განსაკუთრებით კი სიყვარული. გწამდეს, იმედი იქონიე, გიყვარდე...
დაუკავშირდი ღმერთს სულით, გულითადი სარწმუნოების საშუალებით და ყველაფერი რიგზე იქნება. გებრძვის დაუძინებელი, ძლიერი მტრები? გაიმარჯვებ მათზე. ხილული და უხილავი მტრებია? გამარჯვება შენია. გაწამებენ ვნებები? დათრგუნავ. გაგთელა მწუხარ...
იხილეთ სრულად
დაუკავშირდი ღმერთს სულით, გულითადი სარწმუნოების საშუალებით და ყველაფერი რიგზე იქნება. გებრძვის დაუძინებელი, ძლიერი მტრები? გაიმარჯვებ მათზე. ხილული და უხილავი მტრებია? გამარჯვება შენია. გაწამებენ ვნებები? დათრგუნავ. გაგთელა მწუხარებამ? დაძლევ. სულმოკლეობა გჭირს? - მხნეობა შეგეძინება. რწმენით ყველაფერზე გაიმარჯვებ, თვით ზეციური სამყოფელიც კი მოგეცემა. სარწმუნოება საოცარი სიკეთეა ამ სოფელში: იგი ღმერთთან აერთიანებს ადამიანს და მისით ხდება კაცი ძლიე...