სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები

სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ლოცვა

სთხოვე უფალს, აგიხილოს გულის თვალნი და მაშინ დაინახავ ლოცვისა და კითხვისგან მიღებულ სარგებელს, რაც გამოცდილებით დადასტურებულა. სთხოვე უფალს, აგიხილოს გულის თვალნი და მაშინ

link

საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალსა. საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ

link

საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განს... იხილეთ სრულად

link

საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმიდა წერილი ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თესალ. 5, 18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი. საუბრის დროსაც, დაწყებამდე, შემდეგაც და ყოველ

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა.... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვისაც პატიოსნება არ აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ვინმესთან არ იყოს შ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება. ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

პატივისა და მთავრობისმოყვარე კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. ა... იხილეთ სრულად

link
წმ. ნილოს სინელი

გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე პატივმოყვარეობაც ნთქავს სათნოებათა სასყიდელს. გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ

link

სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

1