სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა დ მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: "მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად". ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლ... იხილეთ სრულად
უფლისაგან ბრძანებული ისაიას პირით: "განიბანენით", "წმიდა იქმნენით" - სინანულისათვის არის; და თუ ვინმე ძიების მოყვარე ამას ეძიებს, რომ რასათვის სინანულსაც ემბაზის მსგავსად განბანა ეწოდება, - სიყვარული, სინანულსაც ემბაზის მსგავსად ა... იხილეთ სრულად
უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სიყვარული სინანულისაგან იშვება, ანუ რომელიც ცოდვის გამო ზეციური მამისაგან განშორების წუხილით იბადება
სინანული ხსოვნაა სამარადისოდ მხილებისა, კანონის ნიჭით რგებული შესანდობელად.
სინანული მეორე ნათლის-ღებაა, აღმხოცელი ნათლისღების შემდეგ ცოდვისა.
სინანული სამოთხის გარეშე მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყის: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ჭეშამრიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი".
სინანული მომახსენებელია ცოდვებისა და მისდამი ტყვექმნილი და მონად მისყიდული სულის გამომხსნელია მაცხოვრებითი.
სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება, გინა მადლი საღვთო განსაწმედელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა გულისაგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კასაცა, ეგრეთვე მისივე გულისაგან გამოსრული სინანული გასწმედს კასცა. დასაბამი სინანულისა არს ხს... იხილეთ სრულად
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინე... იხილეთ სრულად