მარად და ყველაგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკე...
იხილეთ სრულად
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნება.
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. ...
იხილეთ სრულად
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმინდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა...
მკითხაობა დიდი ცოდვაა და ღვთის მოწინაღმდეგეობაა. ღვთისგან დაფარულის ბოროტად გამჟღავნების ერთგვარი მცდელობაა, რასაც მკითხავი ეშმაკის შთაგონებით ნაწილობრივ ახერხებს.
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუ...
იხილეთ სრულად
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუსტე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სინამდვილის მოსმენით გაოგნებულს ეჭვი აღარაფერში ეპარება და მზადაა მკითხავის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწ...
იხილეთ სრულად
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა.
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უ...
იხილეთ სრულად
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ.