ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
"უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი" (იგავ.14,27), - ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას დ... იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ... იხილეთ სრულად
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ... იხილეთ სრულად
დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა