სწავლა ო. კვალად სინანულისათვისვე
სწავლა ჲთ. სინანულისათვისვე
სწავლა ჲჱ. თავი კგ. სინანულისათვის
როგორც ყოველ სნეულებას აქვს თავისი წამალი, ისევე ყოველ ცოდვას აქვს კურნება - სინანული
ყველასათვის ყოველდღე ილოცე, მოიპოვე სულის მშვიდობა, რათა არავინ შეურაცხყო და არც შენ თვითონ გეწყინოს ვინმესგან შეურაცხყოფა. მაშინ კი ღმერთი მოგცემს სინანულის ცრემლს
ვისაც ცხონება სურს, მისი გული ყოველთვის მზად უნდა იყოს სინანულისა და შემუსრვილებისთვის: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი; გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,17). თუ სულის ამგვარი შემუს...
იხილეთ სრულად
ვისაც ცხონება სურს, მისი გული ყოველთვის მზად უნდა იყოს სინანულისა და შემუსრვილებისთვის: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი; გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,17). თუ სულის ამგვარი შემუსრვილება მოიპოვა, კაცი ადვილად გადაურჩება ეშმაკის მზაკვრულ მახეებს: მთელი მისი მცდელობა ხომ იქით არის მიმართული, რომ სული აგვიმღვრიოს და თავისი სარეველის თესლი დათესოს... სინანულის დასაბამი ღმერთის შიში და საკუთარი თავისადმი ყურ...
link
გვიმტყუნებს, ძმებო, აუცილებლად გვიმტყუნებს ყველას წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს, ესაა ჭეშმარიტი შეცნ...
იხილეთ სრულად
გვიმტყუნებს, ძმებო, აუცილებლად გვიმტყუნებს ყველას წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს, ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რომელსაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტეოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ იგი. შეინანეთ!
link
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძვნებული, მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკ...
იხილეთ სრულად
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძვნებული, მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას.
link
ჰეი, სტუმარო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე, თქვენ ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის, პირქუში კუბოსა და ...
იხილეთ სრულად
ჰეი, სტუმარო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე, თქვენ ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის, პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით - შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გვამცნებს მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: " შეინანეთ და გრწმენინ...
link
სცოდე, ჰოი სულო ჩემო, შეინანე მსწრაფლ, რამეთუ დღენი ჩვენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხვიდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასახდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაი...
იხილეთ სრულად
სცოდე, ჰოი სულო ჩემო, შეინანე მსწრაფლ, რამეთუ დღენი ჩვენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხვიდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასახდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაი შენდა, სულო ჩემო, რამეთუ განსდევნენ შენგან წმიდანი ანგელოზნი საქმითა ბოროტითა
link