ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც... იხილეთ სრულად
ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწრაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც... იხილეთ სრულად
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რო... იხილეთ სრულად
რაც უფრო დიდია ჩვენი მაგალითის გავლენა სხვებზე, მით უარესი დაგვემართება საკუთარი ცოდვების გამო.
უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.
შვილნო ჩემნო, ამას გწერთ თქვენ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე სცოდავს, ქომაგი გვყავს მამის გვერდით, - იესო ქრისტე მართალი. იგია ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი. და ამით ვიცით, რომ შევ... იხილეთ სრულად
ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და იმავდროულად საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლ... იხილეთ სრულად