დრო - ციტატები, გამონათქვამები
დრო - ციტატები, გამონათქვამები დრო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შესანიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლ... იხილეთ სრულად
დრო ჩვენთვის ღვთისაგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს რომელიც არა იმისათვის მოგვემადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
საიდუმლოება დროისა - რამდენი რამ არის მასში აუხსნელი, ჩვენთვის დაფარული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი პეტრე ჩაადაევი ამბობდა: "ღმერთს არ შეუქმნია დრო, მან ამის უფლება ადამიანებს მიანიჭა". მაგრამ ხშირად ნათლად აღვიქვამთ იმასაც, რომ ზოგი... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.
დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდ... იხილეთ სრულად
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რ... იხილეთ სრულად
დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე.
როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა - შეუძლებელია, რაიმეს დანახვა და მოსმენა და შესაბამისად - გაგება; ასევე დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში ა... იხილეთ სრულად
დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს.
მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები.