ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა; ადამიანისთვის სულიერი საკვები იყო სიმართლე ანუ სიმართლის წყარო - უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობაში ადამიანმა არ იცოდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგან ჭარბად ჰქონდა იგი. შიმშ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა; ადამიანისთვის სულიერი საკვები იყო სიმართლე ანუ სიმართლის წყარო - უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობაში ადამიანმა არ იცოდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგან ჭარბად ჰქონდა იგი. შიმშილი და წყურვილი ადამიანმა მაშინ შეიგრძნო, როცა ცოდვის გამო დაკარგა უბიწოება და ჩამოშორდა სიმართლის წყაროს - ღმერთს. სულმა, რომელიც ცოდვის გამო მოწყდა თავის მშობლიურ სტიქიას - სიმართლეს, დაიწყო გაჭირვების, შიმშილისა და წყ...
ვინ არის ჩვენ შორის მართალი და ვინ არ იტანჯება სულიერი შიმშილით? მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვჩქარობთ ამ შიმშილის დაოკებას, რადგან სულიერი შიმშილის გრძნობა დაგვიჩლუნგდა, ისევე როგორც ხორციელი შიმშილის გრძნობა უჩლუნგდებათ მძიმე ავადმყოფ...
იხილეთ სრულად
ვინ არის ჩვენ შორის მართალი და ვინ არ იტანჯება სულიერი შიმშილით? მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვჩქარობთ ამ შიმშილის დაოკებას, რადგან სულიერი შიმშილის გრძნობა დაგვიჩლუნგდა, ისევე როგორც ხორციელი შიმშილის გრძნობა უჩლუნგდებათ მძიმე ავადმყოფებს. ჩვენ ავად ვართ ცოდვით, დაბრმავებული ვართ ჩვენი ავხორცული, თავაშვებული, ანგარებიანი ცხოვრებით; საბოლოოდ ჩავიხშეთ სინდისი. სულის ასეთი უგრძნობი მდგომარეობა არის ადამიანის ცოდვიანი სიკვდილი, რომელიც დროებითიდან შეიძლებ...
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზედ გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.