ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე...
იხილეთ სრულად
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო, დაჰყვება რა ღმრთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულ...
იხილეთ სრულად
ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულისთქმათა მიმართ ცოდუისათა. და პავლეცა ძირად სიბოროტისა თქუა ღვინო მეტყუელმან: „ნუ დაითურებით, რომლისაგან იქმნების ბილწება და წამალი არს მაკუდინებელი და დედა გულისთქმათა ბოროტთა“.
ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.
კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.
გულის სიხარული და ...
იხილეთ სრულად
ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.
კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.
გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.
სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.
სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.
ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და...
როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.
როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.