ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და იმავდროულად საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლ...
იხილეთ სრულად
ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და იმავდროულად საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლოო დაცემისაგან შემაკავებელი საშუალება.
სულიერი ხედვის შესაძენად მხოლოდ ნათლობა არ კმარა; რადგან ამ საიდუმლოთი ცოდვებისაგან განწმენდილი ადამიანი ცოდვების მიდრეკილებისაგან არ თავისუფლდება, დროთა განმავლობაში მისი სული კვლავ ცოდვებით იბინდება. აქ აუცილებლად უნდა მივმართოთ...
იხილეთ სრულად
სულიერი ხედვის შესაძენად მხოლოდ ნათლობა არ კმარა; რადგან ამ საიდუმლოთი ცოდვებისაგან განწმენდილი ადამიანი ცოდვების მიდრეკილებისაგან არ თავისუფლდება, დროთა განმავლობაში მისი სული კვლავ ცოდვებით იბინდება. აქ აუცილებლად უნდა მივმართოთ სინანულის საიდუმლოს, რათა ცოდვებით მიყენებული ჭრილობებისაგან განვიკურნოთ. ამ ჭრილობებსა და ცოდვებს ქრისტიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებს, რადგან ეს უკანასკნელი მისთვის განუწყვეტელი სულიერი ბრძოლის და გამარჯვების ველად ა...
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით ა...
იხილეთ სრულად
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით არა არსებითად და არა არსებულად წარმოედგინა.
ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, ...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც არ გააკეთებინე მოყვასს.
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა...
იხილეთ სრულად
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყალება უფლისა. ყოველმა სულმა რომ იცოდეს უფალი, რომ იცოდეს რა ძლიერ ვუყვარვართ მას არავინ არათუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებოდა, დრტვინვასაც არ დაიწყებდა არასდროს. მშვიდობის დამკარგავმა ყოველმა სულმა უნდა მოინანიოს და უფ...