ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ასი თვალი გამოისხი, შვილო. შენ კარგად დაიწყე და ასევე გააგრძელე. ღვაწლს ღვაწლი მიუმატე, რომ ღვთის საყდარს ცხონებული მიეახლო.
იღვაწე, შვილო, რომ სულმა ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან თითოეული გაწეული ღვაწლის მიხედვით დაიკავებს ადგილს იესოსთან.
თუ მცონარობა წარმატებულთათვისაც საზიანოა, რამდენად ავნებს იგი გამოუცდელებს! ამიტომ, შვილებო, თავი აიძულეთ, რადგან რაც უფრო ზარმაცობთ საკუთარი ცხონებისთვის ღვაწლში, მით მეტად ცდილობს მტერი ჩვენს წარწყმედას.
ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ.