როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც შევცოდე და სინდისი მამხელს?
რა ვქნათ, როდესაც სინდისი რამეზე წუხს?
სინდისის ხმა ყოველთვის არის სინდისის ერთგული?
როდის არის სულის ზეიმი, ნუგეში მწუხარებაში, სინდისის დამშვიდება, ზეაღტაცებული სიხარული?
იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავი...
იხილეთ სრულად
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
link
ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი. სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი.სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შესწევს იარსებოს როგორც ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის მსხვილ ცენტრებში.
link
დედა, რომელიც შვილს კლავს, შინაგანი სინდისის ხმას ახშობს თავისთავში და საკუთარი ზნეობის მკვლელი ხდება. ბავშვის მკვლელობა ცხადყოფს, რომ ასეთი დედა უმაღლეს ფასეულობად თავისთავს მიიჩნევს. ე.ი. რაფინირებული ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის ...
იხილეთ სრულად
დედა, რომელიც შვილს კლავს, შინაგანი სინდისის ხმას ახშობს თავისთავში და საკუთარი ზნეობის მკვლელი ხდება. ბავშვის მკვლელობა ცხადყოფს, რომ ასეთი დედა უმაღლეს ფასეულობად თავისთავს მიიჩნევს. ე.ი. რაფინირებული ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის პირდაპირი გამოვლინებაა.
link
ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით“ (დაბ. 4, 10) უდანაშაულო ბავშვების სისხლი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში რ...
იხილეთ სრულად
ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით“ (დაბ. 4, 10) უდანაშაულო ბავშვების სისხლი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში როდი ისჯებიან, ისინი საზღაურს ამქვეყნადაც იღებენ. გასვირილი სინდისი ყველაზე მთავარს - სულიერ სიმშივიდესა და სიხარულს ართმევს ადამიანს. მხოლოდ სინანულის გზით ძალუძს სულს მათი დაბრუნება.
link