ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც სხვას ცოდვაში ითრევს, ის უმეტეს დანაშაულს ჩადის, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე სცოდავს.
არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც.
რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო. ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს! რაღასთვის დავიმატოთ სხვისი?
ერთ ბერს უამბეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთნი ანგელოზთა ხილვის ღირსნი ხდებიან. ბერმა უპასუხა: "ნეტარნი არიან ისინი, ვინც განუწყვეტლივ ხედავენ დაკუთარ ცოდვებს".
სიცოცხლის ბოლომდე უნდა გახსოვდეს საკუთარი ცოდვები და, ამასთან ერთად, მათი აღსრულების დეტალები არ უნდა გაიხსენო. ცოდვათა ხსოვნა ამპარტავნების ფიქტებს განაგდებს.
ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.