ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს - ჩვენს ნამდვილ „მეს“. ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავ...
იხილეთ სრულად
ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს - ჩვენს ნამდვილ „მეს“. ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავს.
ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთ...
იხილეთ სრულად
ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა.
ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს.
თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღ...
იხილეთ სრულად
თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.