გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენ... იხილეთ სრულად
გულით წმიდა ქრისტიანი მარილია სოფლისა, ხოლო ცოდვით დამძიმებული - ძალადაკარგული მარილი, რომელზეც მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს?" (მათე 5,13).
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას. ვნებები შედეგია საკუთარი თავის ... იხილეთ სრულად
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავნი 4,23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ ... იხილეთ სრულად
მაცხოვარი ჩვენგან ითხოვს არა ორი ბატონის მსახურ, გაყოფილ გულს, არამედ გულს, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი... იხილეთ სრულად
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს. ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს. ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია ... იხილეთ სრულად