ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებე... იხილეთ სრულად
გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.