ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
მტრისთვის მიმტევებელი და ავისათვის სიკეთის მქმნელი მიემსგავსება არომატს, რომლითაც აღვსილია მისი დამწველი ცეცხლი.
წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას.
განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოექეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო.
არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე.