სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ... იხილეთ სრულად
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.
ზოგჯერ კაცის მორიდებით და მეზობლების შიშით დამალავს კაცი სიმართლესა, იმას კი არ ფიქრობს, რომ ღვთისა უფრო უნდა ეშინოდეს კაცსა, ვიდრე კაცისა
მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და ... იხილეთ სრულად
რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე? არამედ – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“. ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს ... იხილეთ სრულად
პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რ... იხილეთ სრულად
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ რომ მართალია, ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას როგორც თავის სწორს და ტოლს უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისა... იხილეთ სრულად
109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან, სიმართლე თვითონ ღმერთია