საშინელი სამსჯავრო - ციტატები, გამონათქვამები
საშინელი სამსჯავრო - ციტატები, გამონათქვამები საშინელი სამსჯავრო, გამონათქვამები, ციტატები
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადგან მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუს... იხილეთ სრულად
თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი.
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვან... იხილეთ სრულად
ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათ... იხილეთ სრულად
სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებ... იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადაურჩები.
მხოლოდ სქემის შემოსვის შემდეგ ჩადენილი ცოდვების დასახელების უფლება გაქვთ
უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით.