გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში.
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვანი.
ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და, თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახო... იხილეთ სრულად
უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. „მშვიდობა თქვენდა“, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს.
გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს. გონება კი გვეხმარება, შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.
ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა... ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი,... იხილეთ სრულად