მადლიერება სიყვარულთან ერთად იზეიმებს მარადიულად
ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდა და მომზადებაა მარადიულობისათვის
ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენ...
იხილეთ სრულად
ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.
link
ეკლესიაში ადამიანები მარადიულობისთვის იწვრთნებიან!
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც, ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც, ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ და იგი ზეცას მიაპყროს, იგრძნობს, რომ „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის მიმართ, არამედ... ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6, 12).
link
ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება!
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
link
სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე!
არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს!