ეგოიზმი - ციტატები, გამონათქვამები
ეგოიზმი - ციტატები, გამონათქვამები ეგოიზმი, გამონათქვამები, ციტატები
თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი.
დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის, მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაც... იხილეთ სრულად
ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში - ეკოლოგიურ კატასტროფებს.
იმედით შეხვდით მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოიზმი და ვნებები, რადგან ბოროტს ძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე ძლია საკუთარ თავს.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვ... იხილეთ სრულად
ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.
თუ მე მხოლოდ პირადი ინტერესებით ვცხოვრობ, ესე იგი, ჩემი სურვილების ტყვე ვარ; მაგრამ თუ შემწევს უნარი, გავცდე საკუთარი წარმოდგენების, ჩვეულებებისა და მოთხოვნილებების ფარგლებს, თუ შემიძლია აღვიქვა და განვიცადო სოციალური პრობლემები, ... იხილეთ სრულად
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურები... იხილეთ სრულად
ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმ... იხილეთ სრულად