მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
"შეიყვარე მტერი შენი" - გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: "ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ".
უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული, შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.
გახსოვდეთ, არცერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და იქნები გამარჯვებული ყველგან და ყოველთვის.
მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა.
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ, ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
ბრძენს უთქვამს: "არავინაა შენი მტერი, არც მოყვარეა ვინმე, ოღონდ იცოდე, ყოველი კაცი შენი დიდი მასწავლებელია".